The Economic Times-ის ცნობით, ინდოეთის მთავრობა აპირებს ქვეყნის სახელის შეცვლას. მას ბჰარატი დაერქვმევა.
შესაბამისი დადგენილება პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იქნება წარდგენილი, რომელიც 18-22 სექტემბერს გაიმართება. არაერთი დეპუტატი ქვეყნის ამჟამინდელ სახელს ბრიტანული კოლონიალიზმის გადმონაშთად მიიჩნევს.
კონსტიტუციის თანახმად, ინდოეთში ორი ოფიციალური ენაა: ინგლისური და ჰინდი. ინგლისურად ქვეყანას ინდოეთი ჰქვია, ჰინდიზე კი ბჰარატი. სახელის გადარქმევის რეზოლუცია პარლამენტის ორივე პალატის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს . ამის შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს შეცვალოს კონსტიტუციის სულ მცირე ათი პუნქტი, სადაც ინგლისურ ვერსიაში ნახსენებია “ინდოეთის მთავრობა”.
“ბრიტანელებმა დაარქვეს ბჰარატს ინდოეთი. ჩვენს ქვეყანას ათასობით წელი ბჰარატის სახელით იცნობდნენ… ეს არის ქვეყნის უძველესი სახელი, რომელიც გვხვდება ძველ სანსკრიტულ ტექსტებში. სახელი ინდოეთი იყო კოლონიური და, შესაბამისად, მონობის სიმბოლო. სახელი ინდოეთი კონსტიტუციიდან ამოღებული უნდა იყოს“, – განაცხადა ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ერთ-ერთმა დეპუტატმა.