ინდონეზიელმა მყვინთავებმა ზღვაში Boeing 737-500–ის ნამსხვრევები იპოვეს, რომელიც ავიაკომპანია Sriwijaya Air–ს ეკუთვნოდა. ლაინერმა კატასტროფა 9 იანვარს განიცადა. თვითმრფინავის კონსტრუქციის ნაწილი მისი სარეგისტრაციო მონაცემებით 23 მეტრის სიღრმეზე იპოვნეს. მანამდე მაშველებმა ნაპირზე გამოიტანეს სხეულების ფრაგმენტები და მგზავრების ნივთები. პოლიცია დაღუპულთა იდენტიფიკაციაზე მუშაობს.
თივთმფრინავი ჯაკარტადან პანტიანაკში მიფრინავდა. ბორტზე იყო 50 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. აფრენიდან 4 წუთში ლაინერი ზღვაში ჩავარდა. თვითმფრინავს ცენტრში კატასტროფის სიგნალი არ გაუგზავნია.
ინდონეზიის ხელისუფლებამ ორი კრიზის ცენტრი გახსნა – ერთი აეროპორტში, მეორე კი პორტში, სადაც მგზავრების ნათესავები შეიკრიბნენ. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იმ ადამიანების ვიდეოების და ფოტოების გავრცელება დაიწყეს, რომლებიც Boeing 737-500–ის ბორტზე იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი 26 წელი იყო ექსპლუატაციაში. ავიაკომპანიის განცხადებით ის კარგ მდგომარეობაში იყო. სამძებრო ოპერაცია სამხედრო ხომალდების მონაწილეობით გრძელდება.