ინდონეზიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში კუნძულ ტულაუდზე 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

სპეციალისტებმა მიწისძვრის შედეგად ცუნამის გამოწვევის საშიშროება გამორიცხეს.

როგორც Wall Street Journal-ი იუწყება, მიწისძვრის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 271 ადამიანი, 56 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.