სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურშიც.
როგორც დაკავებული არასრულწლოვანი მამამ ინტერპრესნიუსთან საუბარში განცხადა, არსრულწლოვანზე პოლიციელმა დაკითხვისას ზეწოლა განხორციელდა. იგი აცხადებს, რომ მის შვილს გამოკითხვისას პოლიციელმა ჯერ კეფაში, შემდეგ კი, ზურგში ჩაარტყა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.
გამოძიება სსსკ-ის ორი მუხლით: 333 მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 335 მუხლით, რაც ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულებას გულისხმობს.