ინსპექციამ პოსტ ფაქტუმ დამირეკა, კლუბი დაგილუქეთო – კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი

კლუბ “ხიდის” დამფუძნებელი თამუნდა აქსანდერი აცხადებს, რომ დღეს შრომის ინსპექცია კლუბში მივიდა და დალუქა, ხოლო მას დალუქვის შემდეგ შეატყობინა.

“გუშინ ხალხის და ჟურნალისტების გამო შრომითი ინსპექცია წავიდა, დღეს მისულან და პოსტ ფაქტუმ დამირეკეს, დაგილუქეთო, ყველანაირი მომსწრის გარეშე უკანონოდ დაგვილუქეს შეკითხავზე, რატომ არ დამირეკეს, მითხრეს რომ მირეკავდნენ. შემიძლია დავდო სქრინი 11:35-ზე დარეკეს, ზარი ვერ გავიგე და 11:39 ზე გადავურეკე და დალუქილიაო.

ვიღაცას ინტერესები აქვს ხიდი-ს განადგურების ან ხელში ჩაგდების. ვერ მოგართმევთ ნამდვილად!” – წერს ფეისბუქზე თამუნა აქსანდერი.

შეგახენებთ, რომ შრომის ინსპექციამ ხიდი გუშინ 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხელმძღვანელობას კი გონივრული ვადა მისცა კლუბის დასატოვებლად.