კომპანია Facebook-მა, რომელიც სოციალურ ქსელ „ინსტაგრამსაც“ ფლობს, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ინსტაგრამის ანგარიში დაბლოკა.
რუსული მედია РБК-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი კადიროვის მიმართ დაწესებული სანქციებია.
„როგორც ამერიკული კომპანია, ვმოქმედებთ აშშ-ის სანქციური კანონმდებლობის ფარგლებში და მუდმივად ვიღებთ ზომებს სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, წავშალეთ იმ პირის ანგარიშები, რომელზეც სანქციებია დაწესებული. მსგავს ანგარიშებთან ადრეც ასე ვმუშაობდით“, — უთხრა РБК-ს Facebook-ის წარმომადგენელმა.
რამზან კადიროვის ანგარიში ამ დროისთვის აღარ იძებნება.
დაიბლოკა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის, მაგომედ დაუდოვისა და პარლამენტის წევრის, აბუზაიდ ვისმურადოვის ანგარიშებიც.