ინსტიტუტები მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც კრიმინალური ფილოსოფიით აზროვნებს – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც მან ფარული ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო.

სამადაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ინსიტუტიტები მიტაცებული აქვს ოჯახს, რომელიც კრიიმინალური ფილოსოფიით აზროვნებს.

“მოვისმინეთ, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება ბერა ივანიშვილის და იმ ხალხს, ვინც იცავს ივანიშვილების ოჯახის პოზიციას, მიაჩნიათ, რომ სოციალურ ქსელში ვიღაცის გაკრიტიკებისთვის შენ მოგიგზავნონ ადამიანები “საქმის გასარჩევად”. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად სახიფათოა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მთლიანად აქვს მიტაცებული ოჯახს, რომელიც აზროვნებს კრიმინალური სინდიკატის ფილოსოფიით”,– ამბობს სამადაშვილი.