„აშკარაა, რომ ცხოვრება უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ტელეეკრანებზე ან თუნდაც ინტერნეტში ჩანს, იქ საერთოდ ვერაფერს ენდობი, ბევრია სიყალბე და სიცრუე. ბევრი საინფორმაციო თავდასხმაა, თანამედროვე სამყაროში ყოველთვის ასე იყო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს განსაკუთრებით აქტუალური და ეფექტური გახდა. ინფორმაცია ბრძოლის იარაღად იქცა. [..]მინდა იცოდეთ, პირადად მე და მთელი ქვეყნის ხელმძღვანელობა ვიზიარებთ ამ ტკივილს. გვესმის, ვერაფერი ჩაანაცვლებს შვილის დაკარგვას, განსაკუთრებით დედისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვიზიარებთ ამ ტკივილს და, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი დავიწყებულად არ იგრძნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული”
ასე მიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომში მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების დედებს.