ინტერნეტში ყირიმის ხიდის აფეთქება დაანონსდა – უკუათვლა დაწყებულია. ვებ-საიტზე შესვლისას ვკითხულობთ შემდეგს : ”რუსებო, ვინც 2014 წლის ოკუპირებულ ყირიმში გადახვედით, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ დატოვოთ, უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორია!”
ვებ-გვერდზე წერია, რომ ხიდი 4 დღეში დაინგრევა.
უცნობია, ვინ არის ამ ვებგვერდის და მუქარის ავტორი.
მანამდე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდს მაშინვე გაანადგურებდნენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
- „რომ გვქონოდა ამის შესაძლებლობა, ვიზამდით. თუ იქნება შესაძლებელი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – უპასუხა ჟურნალისტს დანილოვმა.
დანილოვის განცხადებას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა,ტერორისტული აქტის ანონსი უწოდა.
უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთმა 2014 წელს დაიპყრო და მისი ანექსია მოახდინა. ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, პუტინმა 2018 წელს გახსნა. რუსეთი სწორედ, ყირიმის ხიდით ახდენს იარაღის და სამხედრო რესურსების გადასროლას.