ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ – ტიკარაძე 17:42, 15-07-2021 ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა რომ დღევანდელი ეპიდვითარება ჯანდაცვას შეზღუდვების ხელახლა დაწესებაზე მიუთითებს. “ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ”- განაცხადა ტიკარაძემ.