თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინეფქციურში ამჟამად 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, მათთან დაავადება აგრესიულად არ პროგრესირებს.
,,მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას ცნობით, ინფექციური საავადმყოფოდან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 37 პაციენტია გაწერილი.
რაც შეეხება 6 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაიას განმარტებით, არც ერთი მათგანი არაა შიდა გავრცელების შემთხვევა, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.