საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებია. ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321-ს შეადგენს.
აქამდე საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში – 42 ინფიცირებული – 16 აპრილს გამოვლინდა.