ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – COVID-19 კიდევ 45 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებია. ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და  1321-ს შეადგენს.

აქამდე საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა ერთ დღეში – 42 ინფიცირებული – 16 აპრილს გამოვლინდა.