თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა გაზრდილია, თუმცა ჯერჯერობით კონტროლირებადი.
,,სტატისტიკა გაზრდილია, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს გაზრდილი სტატისტიკა იმედისმომცემია იმ თვალსაზრისით, რომ მართალია, გრძელდება დადასტურებული შემთხვევები, მაგრამ ეს ზომიერი და კონტროლირებადია… დღეს დილისთვის გვაქვს 252 შემთხვევა. ამ 252 შემთხვევიდან უკვე 60 გამოჯანმრთელებულია საერთო მაჩვენებლით. მათ შორის 42 არის ჩვენი პაციენტი, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ. 192 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში”,- განაცხადა ეზუგბაიამ.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 10 შემთხვევა დადასტურდა და რაოდენობა 252-მდე გაიზარდა. მათგან 63 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.