კოვიდინფიცირებული, რომელიც ბათუმში რესპუბლიკურის მე-3 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირებული  პაციენტი, რომელიც გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა.

გუშინ აჭარის ჟანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის პაციენტი. იგი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა და ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი იყო, რომელსაც პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა.