თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევიდან ერთი პირი სატვირთოს მძღოლია და ეს შემთხვევა სხვა ქვეყნიდან შემოტანილად ითვლება, ხოლო ორი – ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება.
მისივე განცხადებით, დღეს “კოვიდ19”-სგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
“მხოლოდ სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და დღეს 898 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დაემატა 11 გამოჯანმრთელებული და ახლა გვყავს 752. დღევანდელ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი სამი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ხოლო ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი – ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული,”- განაცხადა ეზუგბაიამ.