“მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით. მე იმ გადმოსახედიდან ვსაუბრობ, როდესაც ეს პროგნოზები გაკეთდა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. როდესაც განახლდება პროგნოზები, ამას მერე მოგახსენებთ”

თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.