ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნისთვის, ღიაა და ხელმისაწვდომი – კორტნი “ქართულ ოცნებას” პასუხობს

ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნისთვის, ღიაა და ხელმისაწვდომი – ასე პასუხობს, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, “ქართულ ოცნების” განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს “დამახინჯებული ინფორმაცია” მიეწოდებათ.

“პირიქით, ყველანაირი ინფორმაცია, რაც დასავლეთს სჭირდება დასკვნის გამოსატანად, ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომი”. – წერს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი Twitter-ზე.