“ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში ყოფილიყო, არ იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ ამაზე პროფესიონალები გაგცემენ პასუხს, მაგრამ აქ ათწლეულები ცხოვრობდა ხალხი და ამგვარი არაფერი ახსოვთ, ამგვარი არაფერი მომხდარა”,
აცხადებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთზე საუბრისას, სადაც გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა და 4 სახლი მოიყოლა.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა, სტიქიის ზონაში, მეხუთე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის მაშველები 4 ადამიანს ეძებენ.