“პირველ რიგში, როგორი ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი არ იცვლება. ხსენებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არ არიან, ვერ შევლენ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება მრავალი წყაროდან მიღებულ ცნობებს, მათ შორის ღია წყაროებიდან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ დაიწყოს საკუთარი გამოძიება, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და ცნობილი იყო წლების განმავლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი დამოუკიდებელი გამოძიება იმავე შედეგამდე მივა.”

აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.