სასულიერო პირების დაპირისპირების შესახებ რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.
ეპარქიის განცხადებით, ინციდენტი არც ყინწვისის ტერიტორიაზე და არც რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მომხდარა.
,,ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა”, – წერია ეპარქიის განცხადებაში.
ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში ასევე წერია, რომ ბრალდებული დავით აქიაშვილი ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არ არის და ის რიგითი წევრია.
“ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი,როგორც მას იხსენიებენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ, საბა ჟღენტის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას პატიმრობა შეეფარდა.