“ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ. პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოუერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოუერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს. ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოუერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. ნაციონალური მოძრაობა ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება, ხოლო ვინც არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება.[…]ვფიქრობ, პროცესებს, რომელიც პარტიაში მიმდინარეობს, წერტილი უნდა დაესვას, ან იქით ან აქეთ. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს, ჩემთვის პირადად, ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ბევრი ჩემი ამხანაგი და თანამებრძოლი იქითაც არის და აქეთაც, მაგრამ ის, რაც მთელი წელია ვუყურებთ, ეს არის უბრალოდ ამომრჩევლის ზურგის შექცევა და დღეს, როდესაც სახელმწიფოებრიობას გვართმევენ, როცა ამ პარტიის ლიდერი ციხეში ზის, ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ, მგონი, ეს მანიფესტი ორმაგ ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება, თუ გვინდა, რომ ვიბრძოლოთ და ერთ ნავში ვიყოთ, მაშინ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, თუ არადა, მშვიდობით უნდა დავსვათ წერტილი. წერტილის დასმაში ვგულისხმობ იმას, რომ ან ამ “ბარდაგს” ვუსვამთ წერტილს, ან ვაგრძელებთ. ამას წერტილი უნდა დაესვას”
აცხადებს ენმ-ს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.