ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ იორდანიაში, სირიის საზღვართან, დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ყველა ფაქტს ამ თავდასხმის შესახებ, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებსაც მხარს უჭერს ირანი“, – თქვა ბაიდენმა.
”თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებნებთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამაზე იმ დროს, და იმ ფორმით, როგორსაც საჭიროდ ჩავთვლით.“ – დასძინა ბაიდენმა.
მან ასევე მიუსამძიმრა დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნათესავებსა და მეგობრებს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სხვა ოფიციალურმა პირებმ აცნობეს ბაიდენს თავდასხმის შესახებ კვირა დილით აცნობეს.
7 ოქტომბერს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ რეგიონში.
მას შემდეგ შუა აღმოსავლეთში ამერიკულ ბაზებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ აშშ-ს არმიას აქამდე არ უთქვამს მსხვერპლის შესახებ მის ჯარებში.
დაღუპული და დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების ვინაობა ჯერ არ სახელდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ახლა მათი ოჯახის წევრები ეცნობიან.
იორდანიაში, ქვეყანაში, რომელიც შეერთებული შტატების ახლო მოკავშირეა, არის რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზა. იქ დაახლოებით 3 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.