მე ვფიქრობ, ბატონი ლევან იოსელიანის კანდიდატურა აბსოლუტურად მისაღებია ჩვენთვის, იგი არის ღირსეული კანდიდატი, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას უმრავლესობა გადაწყვეტს და ვფიქრობ, ჩვენი მხარდაჭერა მის მიმართ იქნება უზრუნველყოფილი.
თქვა, პრემიერმა ღარიბაშვილმა. პარტია “მოქალაქეების” წევრის ლევან იოსელიანის კანდიდატურას სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტში დღეს უყრიან კენჭს.