იოსელიანის ხელფასი 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა

სახალხო დამცველის ანაზღაურება მიმდინარე წლის აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს. აღნიშნული  თანხა გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობითაა წარმოდგენილი.

ხელზე ასაღები ოდენობა 5 488 ლარს შეადგენდა, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა.

შესაბამის ინფორმაციას ”პუბლიკა” ომბუდსმენის აპარატიდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.