იოსელიანი: განვიხილავთ, რომ ალეკო თბილისის მერობის კანდიდატი იყოს

პარტია “მოქალაქეების” ერთ–ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ შესაძლოა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“თქვენ იცით და ჩვენმა მსმენელმა ძალიან კარგად იცის, რომ ალეკოს თუ სადმე აქვს ძალიან მაღალი მხარდაჭერა და თუ მართლა განსაკუთრებული კომპეტენცია გააჩნია რაღაცის მიმართ, ეს არის თბილისი და ის თემები, რომელიც უკავშირდება თბილისს. ამიტომ, სრულიად ბუნებრივია, რომ ერთ-ერთ ვარიანტად ჩვენ განვიხილავთ იმასაც, რომ ალეკო იყოს მერობის კანდიდატი. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია განიხილება. ამაზე საუბარი არის”,– ამბობს იოსელიანი პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, არ იცის, როგორ შეიძლება იყოს ნიკა მელია მთლიანი ოპოზიციის კანდიდატი  “გავლილი პერიპეტიების მერე”.

“ის რომ იყოს ჩვენი კანდიდატი, ძალიან რთული იქნება. მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს”,– აღნიშნა იოსელიანმა.