პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლაზე ამბობს, რომ მის მიმართ უკმეხი სიტყვები არ დაიშურეს, თუმცა ადამიანები იცვლებიან.
“არ დაიშურეს უკმეხი სიტყვები მის მიმართ პოლიტიკოსებმა, თუმცა მე ვფიქრობ… ბოლოდროინდელ პოლიტიკას თუ გადავავლებთ თვალს, გახარია გადადგა იმის გამო, რომ არ დაიჭირა ნიკა მელია, ხო? გუბაზ სანიკიძე გახდა ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები იცვლებიან და ცვლიან თავის შეხედულებებს და დამოკიდებულებებს.
თუ ლევან ვასაძე გააგრძელებს იმ ტიპის აქტივობას, რაც აქამდე ჰქონდა – კომბლები და ჰომოფობიური დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა… ვისურვებდი, პოლიტიკაში შემოვიდეს ახალი პარტია, რომელიც არ იქნება აგებული სიძულვილის ენაზე და ძალადობაზე”,– აცხადებს იოსელიანი.
ლევან ვასაძემ პარტიის დაფუძნების შესახებ დღეს განაცხადა. მისი თქმით, პარტიას “ერთობა, რაობა, იმედი” ერქმევა.