“მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი “ლელოს” ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. მან ხაზარაძეს საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა და ხელი ჩამოართვა.
“ბოლოს, როდესაც ლელოს ოფისში ვიყავით და როდესაც გაიყარა ჩვენი გზები და რაღაცნაირად, მოხდა ჩვენი გარიცხვა ოპოზიციიდან – ასე ითქვა მაშინ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დარბაზში ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აქ მარცხენა ფლიგელზე მოგვიწევდა ერთად ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებების მიღება.
სწორედ ამიტომ, მინდა მამუკა ხაზარაძეს მივმართო, გავუწოდო თანამშრომლობის ხელი და გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენი თანამშრომლობა ოპოზიციაში გაგრძელდება ბევრად უფრო წარმატებულად და იქნება ამ ქვეყნისთვის საკეთილდღეო”,- თქვა იოსელიანმა.