“ჩვენი გუნდის ამოცანა არის, რომ გავზარდოთ სტრატეგია აღმაშენებლის მხარდაჭერა. მინდა, რომ ეს ქვეყანა უკეთ ცხოვრობდეს. მინდა, ხალხი დავარწმუნო, რომ იოტისოდენად არ მიღირს პარლამენტის მანდატი. მართლა, გულწრფელად. აბსოლუტურად დაცლილი ვარ ამ სურვილებისგან, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დავდივარ, არც შემოსავლის პრობლემა მაქვს, არ დავმალავ.
ახლა რომ ხელისუფლება გვქონდეს ხელისუფლება, ერთ თვეში, პირობას გაძლევთ, საქართველოს ყველა მოქალაქე იგრძნობდა საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, რომ ქვეყანა წინ მიდის, ისეთი პროექტები გვაქვს დაწერილი.
ძალიან მეხმარება უცხოეთში სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა, იმიტომ რომ ყოველთვის იცი, რა ხდება მსოფლიოში, როგორ ვითარდება. არ ჩამოვრჩი ამ განვითარების ტენდენციებს”.
აცხადებს პალიტრანიუსის ეთერში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.