“ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე არანაირ დასკვნას არ ელოდება, უფრო მეტიც, წელიწადი და ერთი თვის წინ იყო გადაგზავნილი და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან უკრაინასთან მიმართებაში, ამ კანონზე დასკვნის მიცემა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამიტომ თავისთავად, ის ტყუილი, რა ტყუილშიც შევიდა ქართული ოცნება, მანაც უკვე დაამთავრა თავისი არსებობა.
მივმართავ კობახიძეს, რომელიც ამ პრორუსული პარტიის თავმჯდომარეა, ირაკლი, ან აგზავნი ამ კანონს ვენეციის კომისიაში, ან არ აგზავნი კანონს, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე”,
ასე მიმართავს, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს.