ირაკლი ბებუას ხელოვნურად დაუმძიმეს ბრალი და ჩაუდეს იარაღი – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

“ირაკლი ბებუას ხელოვნურად დაუმძიმეს ბრალი და ჩაუდეს იარაღი”- ამის შესახებ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ანა გახოკიძემ TV კავკასიის გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” განაცხადა. ანა გახოკიძეს თქმთ, ირაკლი ბებუა მისი აქტიური პოზიციის გამო ტყვეობაში იმყოფება და ხელისუფლებამ მის გათავისუფლებაზე უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს.

”დღეს ირაკლი ბებუა არის ჩვენი უკანონო პატიმარი, იქაური კანონმდებლობით დროშის ე.წ. სახელმწიფო სიმბოლიკის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია 1 წლიანი სასჯელი. მან ეს ერთი წელი უკვე მოიხადა, მაგრამ მას ხელოვნურად დაუმძიმეს ბრალი ჩაუდეს იარაღი და კიდევ 10 წელი ქართველი ადამიანი უნდა იყოს ციხეში უკანონდ იმიტომ რომ მან გადაწყვიტა საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებით ესარგებლდა საჯაროდ დაეწვა სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზური დროშა და ამის გამო მოახდინეს მისი როგორც გალელის დისკრიმინაცია და მისი აქტიური პოზიციის გამო ტყვეობაში იმყოფება. აუცილებელია ირაკლი ბებუას გათავისუფლებაზე ხელისუფლებამ უფრო აქტიურად იმუშაოს. ”- განაცხადა ანა გახოკიძემ.