ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი, კრის სოჩა ან ინფორმაციულ ვაკუუმშია, ანგაჟირებულია, ან ნაციონალური მოძრაობის ლობისტური კომპანიის ნაწილია.
“კრის სოჩა, ფაქტია, რომ ან საინფორმაციო ვაკუუმშია, ან ანგაჟირებულია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ლობისტური კომპანიის ნაწილი იყოს და იმ კომპანიის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დადო, ვიცით, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე და რომელშიც ძალიან დიდი თანხა გადაიხადა”, – აცხადებს ზარქუა.
მისივე თქმით, სანქციების დაწესებაზე 2013 წლიდან საუბრობდნენ, თუმცა ეს არ განხორციელდება, რადგან, “საქართველო როგორც არასდროს ისეა თავისი კანონმდებლობით, მისი აღსრულებით, ახლოს ევროკავშირთან და ევროსტანდარტებთან.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფრო კრის სოჩამ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სანქციები შეიძლება გულისხმობდეს ანგარიშების გაყინვას, მოგზაურობის ან განათლების უფლების შეზღუდვას აშშ–ში.