ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესია სტრასბურგში დღეს, 25 იანვარს გაიხსნა და მთელ კვირას გასტანს. პირველივე სხდომაზე პირველ საკითხად საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ PACE-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილეს.