ირაკლი კობახიძე ივანიშვილის “კლოუნებს” შორისაც გამორჩეულია – ბოკერია

“ირაკლი კობახიძე ივანიშვილის “კლოუნებს” შორისაც გამორჩეულია “- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ  შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები და გააფრთხილა ისინი, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„არაფერს არ გამოვრიცხავ ამ ნერვოტული რეჟიმის პირობებში. არც პროგნოზებს არ გავაკეთებ. კობახიძე, ივანიშვილის “კლოუნებს” შორისაც გამორჩეულია, რამოდენიმეა ერთმანეთთან კონკურენციაში სამარცხვინოობის თვალსაზრისით. მისი განცხადებები არის გამოხატულება თვითონ ივანიშვილის პერსონალური, ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების საზოგადოების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი ძირი იმ კრიზისის, რაშიც შევიდა ქვეყანა ამ არჩევნების გაყალბების შედეგად“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-ზე შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი „ზონდერჯგუფები“.