ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

ფოტო : რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიისთვის ირანში ჩავიდა.

“მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან.” ნათქვამია ინფორმაციაში.

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.