“ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია იმსახურებს ჯილდოს იმ შეურაცხყოფის გამო რასაც ის იტანს” – ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“პირველ რიგში, თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო იმისათვის, რომ ითმენს ამდენ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით არჩევნების პირველ ღამეს რაც მოხდა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა ნაცმოძრაობის და ევროპული საქართველოს მხრიდან. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ქცევა მათი მხრიდან, აქედან გამომდინარე, თამარ ჟვანია იმსახურებს არა ჩვენი პოლიტიკური პარტიების მხრიდან თანადგომას, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან ვის ინტერესებშიც არის ხმების სათანადო დაცვა”,- აცხადებს კობახიძე.