ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის შესაძლო პასუხისმგებლობაზე საუბრობს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველისა და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმების შესაძლო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

მისი შეფასებით, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა “ფეიკია”, ჯგუფის წევრები კი “პოლიტიკურად მიკერძოებულები” არიან.

“რაც შეეხება პასუხისმგებლობას, როცა იდება ასეთი “ფეიკ” დასკვნა, მათ შორის ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ – წარმოიდგინეთ ამ “ფეიკს” მოჰყვა გაგრძელება და გაგრძელება არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რომლისაც ჩვენ გვეშინია. ამ შემთხვევაში ეს მორიგი “ფეიკი” ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და ექიმების”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში.