ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, ღარიბაშვილმა შეცვალოს – ფორმულა

ტელეკომპანია “ფორმულას”  ინფორმაციით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. როგორც ფორმულა აცხადებს, ამ ცვლილების ავტორი, თავად ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, პარტიის დატოვებას აპირებს თბილისის მერი, კახა კალაძე. ასევე მათი ცნობით, მერი არამხოლოდ პარტიიდან, არამედ პოლიტიკიდანაც მიდის. არსებული ინფორმაციით, კალაძემ, შესაძლოა, დატოვოს ქვეყანაც და საცხოვრებლად მილანში დაბრუნდეს.