ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე 20-ვე მუნიციპალიტეტში ოცნება იმარჯვებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ქართული ოცნება იმარჯვებს იმ 2 მუნიციპალიტეტშიც, რომელზეც ამბობდნენ, რომ არსებობდა ენმ-ს გამარჯვების რისკი.

“მინდა გაცნობოთ, რომ შემოსულია მონაცემები ჩვენი აქტივისგან 19:00 საათისთვის. ამ მონაცემებით, ჩვენ ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში. თუმცა რჩება დაახლოებით 45 წუთი და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტივობისკენ”,- ამბობს კობახიძე ბრიფინგზე.

ის მოუწოდებს ოპოზიციას, “პროვოკაციებისგან” თავი შეიკავონ.