ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს აღნიშნული თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა, პარალელურად კი ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება.
ირაკლი ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე უარს ითხოვდა. ადვოკატის თქმით, არ მტკიცდება, რომ ფანგანმა დანაშაული ჩაიდინა, რასაც თავად ფანგანიც ამბობს.
წინა სასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.
ირაკლი ფანგანმა დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვულს თავზე ნაგავი გადააყარა.