ქართული ოცნების დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შთამბეჭდავი იყო და მან ისტორიულ რაკურსში საქართველოს განვითარება სწორად შეაფასა.
“ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი და მე ვიტყოდი, რომ მან ისტორიულ რაკურსში ძალიან სწორად შეაფასა საქართველოს განვითარების და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესები. ეს იყო ძალიან საინტერესოდ წარმოჩენილი და მისი გზავნილები იყო ძალიან მკაფიო. არანაირ კითხვებს არ ბადებს ის გზავნილები, რომელიც იქნა გაჟღერებული”, — თქვა ტალიაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. მან ნაციონალური მოძრაობა შულავერის კომიტეტს შეადარა თქვა, რომ მათ ხელისუფლება უზურპირებული ჰქონდათ.