საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 17 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. მოსალოდნელია, რომ ის სამთავრობო ცვლილებებზე გააკეთებს განცხადებას.
ცნობისთვის, დღეს სამთავრობო მედიამ, “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერის თანამდებობაზე მას “ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე შეცვლის, კობახიძის ადგილს კი ღარიბაშვილი დაიკავებს.