“ბოლო 1 წელი ჩვენი ქვეყნისთვის განაკუთრებული გამოწვევებისა და სირთულეების წელი იყო. გლობალურმა პანდემიამ შეიწირა მრავალი ადამიანი სიცოცხლე. პანდემიამ გამოიწვია უპრეცედენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რაც ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობაზეც მძიმედ აისახა. ჩვენი საზოგადოებისთვის უმწვავეს რეალურ პრობლემებს ბოლო თვეების განმავლობაში დაემატა ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლიტიკური კრიზისიც. მე სწორედ ამ რთულ პირობებში, სამიოდე თვის წინ დამეკისრა ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა.
პარლამენტში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.