საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
“მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს”,– აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.
პრემიერი დღეს შარლ მიშელს შეხვდება, რომელიც საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვა.
ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.