ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

“მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს”,– აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

პრემიერი დღეს შარლ მიშელს შეხვდება, რომელიც საქართველოში 15:00 საათზე ჩამოვა.

ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი 6 აპრილს დაუდასტურდა.