ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს ხვდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი მივიდა. ის სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციას სავარაუდოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეტანილ ცვლილებებზე გამართავს.

ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართო ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ლიდერებთანაც.

ოპოზიცია ელოდება, რომ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.