ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყველების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ, ნება მომეცით მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, სულ ახლახანს, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმინობის შესახებ . მოგეხსენებათ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდი, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური კრიზიების პერიოდში დავიწყე, მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას”, – თქვა ღარიბაშვილმა.