პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობაც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.
“მოგეხსენებათ, რომ 5 ივლისს მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი მასშტაბური პროვოკაცია, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონო სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან, მაშინ როცა მე განვმარტე, რომ აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო “სირცხვილია”, რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ, ეს არის დადასტურებული ფაქტი.ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო და არავის არ დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.