საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ამბიონიდან მიმართა. ის ამბიონზე პატრიარქის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა მიიხმო.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქართველი ერი გადაარჩინა სარწმუნოებამ და დედაეკლესიამ.
“ქართველი ხალხი გამოირჩევა სწორედ უნიკალური ერთგულებით უფლისადმი, ჩვენი სარწმუნოებისადმი, ეკლესიისადმი. ბუნებრივია, ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, დღესაც გავდივართ ბევრ განსაცდელს, მაგრამ უფლის რწმენითა და უფლის დახმარებით ჩვენ ყველა განსაცდელს დავძლევთ. ქვეყანა გავა სამშვიდობოს. დღეს ქვეყანას სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული, მეტი სიმშვიდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა ამ ბოლო დროს, და ჩვენ გვჯერა, გვაქვს მომავლის ღრმა რწმენა და იმედი იმისა, რომ საქართველო გაერთანდება და საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში.