ირანის რეჟიმმა, საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 2 000 დემონსტრანტი მოკლა და დახოცილი ხალხისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლების რაოდენობა “ტერორისტებს” დააბრალა.აღნიშნულ ინფორმაციას, Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო და ორი კვირაა გრძელდება.















